გიორგი გახარია: „საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა, კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში, ეკონომიკაში“
11-05-2020, 15:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა, რათა კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში, ეკონომიკაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

 

 

როგორც მან განაცხადა, საქართველოს შეუძლია, ქვეყნის ეკონომიკის ძლიერი მხარეები კონკურენტულ უპირატესობად აქციოს.

 

 

„მთავრობის მიდგომა არის ძალიან მარტივი. კრიზისი ჩვენთვის უნდა იყოს შესაძლებლობა. კრიზისი იმდენად ტექტონიკურ ცვლილებებს გამოიწვევს გადაცემათა ჯაჭვებში, მოთხოვნა-მიწოდების სტრუქტურირებაში, ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობა. ჩვენ შეიძლება, ჩვენი ეკონომიკის ყველაზე ძლიერი მხარეები ახლა ისეთ კონკურენტულ უპირატესობად გვაქციოთ, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გარღვევა მოვახდინოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც ილუზიებში ან ოცნებებში ვმოგზაურობთ, არა, დღეს საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა, რათა ეს კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში ეკონომიკაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

პრემიერის თქმით, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გააფორმა ახალ პროგრამაზე ხელშეკრულება.

 

 

„მარტივია, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გააფორმა ახალ პროგრამაზე ხელშეკრულება. ეს რას ნიშნავს – სრული აბსოლუტური ტურბულენტობის პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდი ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ენდო და თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკას შეუძლია, ასეთი დარტყმა გადაიტანოს აი, ამ კრიტერიუმებით და ამ პირობებით. ყველა ჩვენი ნაბიჯი, რომელიც გაკეთებული იყო როგორც ეკონომიკისა და ბიზნესის დახმარება, სამუშაო ადგილების შენარჩუნების თვალსაზრისით, სოციალური დახმარება, თითოეულ მოქალაქეს ფინანსური დახმარება, ეს ყველაფერი ხომ განხილულია დეტალურად, თითო ლარის დონეზე და საერთაშორისო დონორებისგან და პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან გვაქვს სრული მხარდაჭერა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

მისივე თქმით, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო დონორებთან დაასრულა მოლაპარაკება და ქვეყნის მთავრობისთვის, ბიუჯეტისთვის მოიპოვა 1 მილიარდ 500 მლნ დოლარი მხარდაჭერისთვის.

 

 

„ხომ წარმოგიდგენიათ, ასეთი გაურკვევლობისა და ტურბულენტობის პერიოდში, მსგავს მხარდაჭერაზე თანხმობა და წამოყოლა არის მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი ყველას ერთად დამსახურება და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფუნდამენტის სიჯანსაღე. გარდა ამისა, ჩვენ, მთავრობის სახელით რა თქმა უნდა ველაპარაკებოდით ყველა დონორს, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდს და კერძო სექტორისთვის მოვიპოვეთ დამატებით 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარის დაფინანსება. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული რესურსი ჩვენი ეკონომიკის კერძო ნაწილისთვის იქნება წვდომადი, ნებისმიერი დარგისთვის. ძირითადად ეს იქნებიან ორგანიზაციები, რომლებსაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან გარკვეული ვალდებულებები აქვთ, თუმცა ეს შეიძლება, იყოს საშუალო დონის მეწარმეები, ადგილობრივი წარმოება, რომლებიც დონორების მიერ დაფინანსებული გარკვეული პროგრამებით უკვე სარგებლობენ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი