მე არ ვაპირებ გოლების გატანას, გოლები უნდა გაიტანონ პრეზიდენტმა და სხვა თავდამსხმელებმა, - განაცხადა უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ღამის მთავარში“ საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, მასთან კონსულტაციების მიღების მიზნით, სახლსა და უკვე სამსახურშიც პარლამენტის წევრები ხშირად დადიან.
„მე ვარ მოთამაშე მწვრთნელი, დაცვის პოზიციაში და იქიდან გავამხნევებ და რაღაც წვლილს შევიტან ამ გუნდში. მე ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ეს ქვეყანა ჩემი პოლიტიკური კარიერისთვის გამოვიყენო. ეს არ არის ჩემი მიზანი. ჩემი მიზანია უკრაინა იყოს ძლიერი. თუ უკრაინა იქნება ძლიერი, საქართველოც იქნება წარმატებული, მას ეყოლება ძალიან მყარი დასაყრდენი უკრაინის სახით“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.