თეა წულუკიანი: „ვინაიდან საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ვერ მოხდებოდა არარსებულ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით რამე ტიპის შეთანხმება“
11-05-2020, 16:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვინაიდან ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი რომ საქართველოში პოლიტპატიმრები დღეს არ არსებობენ, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვერ მოხდებოდა არარსებულ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეთანხმება, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

 

 

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოლაპარაკებების შედეგად გამოიცა წერილობითი დოკუმენტი, სადაც არავითარ პატიმართა გათავისუფლებაზე საუბარი არ არის.

 


„დღეს ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც თხოვნით მიმართა მოლაპარაკების პროცესში ჩართულ ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, ელჩებს, რათა მათ დაადასტურონ ის რეალობა, რომ მოლაპარაკებების საგანი არ ყოფილა და ვერ იქნებოდა საქართველოს მართლმსაჯულების ან პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში ჩარევა, ან კიდევ ისეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის - პრეზიდენტის საქმიანობაში ჩარევა, როცა საქმე ეხება რაიმე ტიპის მოთხოვნას პატიმრის შეწყალებასთან დაკავშირებით. ძალიან დასანანია რომ ის ერთსულოვნება რაც "ქართული ოცნების" გუნდის შიგნით დღეს არსებობს, რომ უფრო მეტად პროპორციული გახდეს ჩვენი საარჩევნო სისტემა და ამისთვის მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, არ არის რადიკალური ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი, როგორც ეს ჩანს და ისინი აპელირებენ ისეთი თემებით, რომელიც აბსურდთან არის ახლოს და რასაც ე.წ ვითომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ჰქვია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი