შეერთებული შტატების საელჩო მიესალმება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ერთგულებას კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური პრინციპებისადმი, - ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ძლიერი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ამყარებს საქართველოს, როგორც კანონებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე დემოკრატიის მქონე სახელმწიფოს იმიჯს, [სახელმწიფოსი] რომელიც იცავს კანონის უზენაესობისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპს მისი ყველა მოქალაქის მიმართ. ხაზს ვუსვამთ, თუ რა [დიდი] მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა საქმე განხილულ იქნას სამართლიანი სასამართლოს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით", - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.