გიორგი პაპუაშვილი: ისმის მოწოდებები მოსამართლეების ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ
18-09-2015, 09:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა და ისმის მოწოდებები ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მან სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამის ფაქტებზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდა.



"მინდა მცირე განმარტება გავაკეთო და მივმართო საზოგადოებას ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც 16 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ერთხმად გამოაცხადა გადაწყვეტილება, გახშირდა ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე, მათი ოჯახის წევრებზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ცალკეული პირები იკრიბებიან მოსამართლეების საცხოვრებელ სახლებთან და ახდენენ მათ ბლოკირებას, ისმის მოწოდებები ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ, ასევე მუქარის შემცველი განცხადებები, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას. ამიტომ მე პირდაპირ მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ამ ფაქტებზე, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმალურად ფუნქციონირება შეძლოს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი