„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხეებს დენდროთერაპიისთვის იყენებს.
„ყველამ ხომ ვიცით, რატომ ზიდავს ეს კაცი ამ ხეებს - სჯერა ადამიანს, რომ დენდროთერაპია მას სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს და ამ ხეებს ეხუტება, მართლა ეს არის მთავარი მიზანი, სახლში რომ მიაქვს. ახლა ხობის რაიონიდან რომ წაიღო ხე, ყველაზე მაღალი ან ყველაზე განიერი იყო?! - არა. დენდროთერაპია არის თერაპია, რომელიც გულისხმობს ხეებით მკურნალობას. ძალიან კომპეტენტურ ადამიანებთან მქონდა საუბარი და ზუსტად ვიცი, რასაც ვსაუბრობ, მითხრეს და ვიმეორებ. მანამდე ჯგუფი ჰყავდა შექმნილი, არჩევენ ამა თუ იმ ხეს, რომელიც რაღაც განსაკუთრებული ენერგეტიკის მატარებელია და თავისებური თერმოსკრინინგით დაარბენინებს უკვე ძალიან დიდი ხანია და ხეებს ზომავს, მერე მიაქვს და უნდათ ამ ადამიანს ვუყუროთ სამარდჟამოდ, არ გამოვა ასე“ , - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.