დავით ჭიჭინაძე: „გახარიამ უკვე თქვა, რომ მე ახალი სახე არ ვიქნებიო... გახარია გამოიყენეს რაღაც მომენტში, როგორც აქვს ხოლმე იმიჯი, რომ რაღაცას წყვეტს, სულ გვიმტკიცებს, რომ რაღაცაა და არაფერი არ არის“
12-05-2020, 12:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტიკური პარტია „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ახალი სახე უკვე იყო, იგი „სულ რაღაცას გვიმტკიცებს, რომ რაღაცაა და არაფერი არ არის“ და მას ყველგან „კუდით ქვა ასროლინეს“.

 


„გახარიამ უკვე თქვა, რომ მე ახალი სახე არ ვიქნებიო, უკვე ვიყავიო, ახალი სახე უკვე იყო. დავანებოთ თავი გახარიას, არ აქვს მნიშვნელობა. გახარია გამოიყენეს რაღაც მომენტში, როგორც აქვს ხოლმე იმიჯი, რომ რაღაცას წყვეტს, არაფერი, ჩვეულებრივი... მთელი ცხოვრება ასე იყო, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც მეტ-ნაკლებად ძალა შესწევს, არასოდეს არ იბღვირება, ყოველთვის მშვიდადაა და მოშვებულია. ძლიერი კაცი ყოველთვის მშვიდი და მოშვებულია. იბღვირება ის, ვისაც ეშინია, რომ მისი სისუსტე არავინ დაინახოს და ეს ადამიანი სულ რაღაცას გვიმტკიცებს, რომ რაღაცაა და არაფერი არ არის. ვნახეთ, რომ პანკისიდან იყო, კუდით ქვა ასროლინეს, ბოლნისიდან კუდით ქვა ასროლინეს, ყველაფრიდან, ანუ სადაც შევიდა, ყველგან დააქცია ყველაფერი... მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ პრივილეგიები გვეკუთვნისო, ამას რომ ადამიანები ღიად იტყვიან, რომ ჩვენ პრივილეგიები გვეკუთვნისო - ეგ თქვენ უნდა იჯდეთო უკანო, მე წინ უნდა ვიჯდეო - ნუ არ ვიცი, მეტი რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ, ხომ? და ასაკი ჩვენზე არ მოქმედებსო და როდესაც შენ გამოდიხარ და იძახი, რომ ნიღაბი უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრების წესიო, მთელი მთავრობა რომ ამაზე ლაპარაკობს და ოპერატორის გარდა ნიღაბი არავის რომ არ უკეთია და ყველა უნიღბოდ ზის, აი ეგ არის პრობლემა, ანუ ორმაგი სტანდარტი“, განაცხადა დავით ჭიჭინაძემ ორშაბათს, ტელეკომპანია „კავკასიას“ გადაცემა „სპექტრში“ დავით აქუბარდიასთან სტუმრობისას.

 

 

კომენტარები: 1
#1  vera kukuladze
      
ამ ბატონს მშობლიური ენა არ ესმის. დიახ, გახარია ახალი აღარ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიდის...
13 მაი 2020 05:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი