გია ჟორჟოლიანი: „საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შესაძლებელია ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს პარტიების დეპუტატების მხარდაჭერის გარეშეც“
12-05-2020, 13:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის წევრის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შესაძლებელია ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს პარტიების დეპუტატების მხარდაჭერის გარეშეც.

 

 

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 113 ხმა შესაძლებელია მოგროვდეს ქართული ოცნების წევრი 93 და სხვა დეპუტატებისგან, რომლებიც არ არიან ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წევრები და რომელთა უმრავლესობამ საჯაროდ არაერთხელ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

 

 

„საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებისთვის არ არის აუცილებელი კონსენსუსი ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 113 ხმა შესაძლებელია მოგროვდეს ქართული ოცნების წევრი 93 და სხვა დეპუტატებისგან, რომლებიც არ არიან ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წევრები. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გააწბილა როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ჩვენი უცხოელი პარტნიორები და მეგობრები. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს, მათი უპასუხისმგებლო და არაკონსტრუქციული მოქმედებები დიდი ხანია ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ამ პოლიტიკური ჯგუფების მიერ არაარსებითი და არარსებული მიზეზების მოშველიებით საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა მათ დააკისრებს უდიდეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რასაც ვფიქრობთ, არჩევნების დროს ჩვენი ხალხი გაითვალისწინებს. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ დღეს ეს თემა არ არის აქტუალური, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ბრძოლა ქარის წისქვილებთან, ჩვენთვის დღეს აქტუალურია ყოველდღიური ცხოვრების პრობლემები პანდემიის პერიოდში და ამაზე კონცენტრირება არის როგორც მთავრობის, ასევე ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალისათვის უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი