კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა პრეზიდენტ პუტინის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს
12-05-2020, 18:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. „დიახ, მე ავად ვარ და ვმკურნალობ“, განაცხადა მან როგორც ამას BBC რუსული ახალი ამბების სააგენტო „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით იტყობინება. 52 წლის პესკოვს არ უთქვამს თუ რამდენად სერიოზულია მისი მდგომარეობა.

 

 

ამ დროისთვის არაფერი თქმულა იმის თაობაზე თუ როდის იყო ბოლოს ახლო ურთიერთობაში იგი პრეზიდენტ პუტინთან, რომელიც აპრილის შემდეგ მოსკოვის ახლოს მდებარე რეზიდენციაში თვითიზოლაციაში იმყოფება და მხოლოდ ერთხელ, 9 მაისს დაარღვია თვითიზოლაცია, როცა მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

 


აპრილის მეორე ნახევარში კორონავირუსი რუსეთის პრემიერ მინისტრს, მიხეილ მიშუსტინს დაუდასტურდა და იგი სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

რუსეთში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ რეკორდულად იმატა და ახლა იგი უკვე მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, თუმცა სიკვდილიანობა ამერიკისაგან განსხავებით, სადაც ვირსუმა 80 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, იქ გაცილებით დაბალია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი