მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, შევიძინოთ ქართული პროდუქტები, რომლებიც ხდება სულ უფრო ხარისხიანი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სფეროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, აგროსასურსათო უსაფრთხოება ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სწორედ ამ მიზნის მისაღწევად არც ერთი აგრარული პროცესი არც ერთი წამით არ უნდა გაჩერდეს.
„სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა. ეს არის ჩვენი მიზანი. გარდა ამისა, შემდეგი მიზანი, რაც სისტემური გამოწვევაა სოფლის მეურნეობის დარგისთვის, არის დარგის ინდუსტრიალიზაცია. ჩვენ გვჭირდება ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა და პროდუქტიულობის ზრდა. ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც ჩვენ წლებია, ვებრძვით, სადაც გარკვეული წარმატებები გვაქვს. ძალზედ მნიშვნელოვანი თუნდაც ის, რომ აგროსასურსათო დეფიციტის ბალანსი ქვეყანაში იყო 900 მილიონი დოლარი და დღეს 300-350 მილიონ დოლარამდეა ჩამოყვანილი. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ. ეს არის გეგმა, რომელიც შეიმუშავეს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მთავრობამ. ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, ვიდრე ჩვენ მსჯელობას დავიწყებთ ამ პროგრამის დეტალებზე, შევიძინოთ ქართული პროდუქტები, რომლებიც ხდება სულ უფრო და უფრო ხარისხიანი. ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი აგროსასურსათო უსაფრთხოების დაკმაყოფილების შემდგომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები საერთაშორისო ბაზრებზე იყვნენ კონკურენტუნარიანები. ჩვენ ეს შეგვიძლია და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.