საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ „ელექტრონული ტენდერით განსაზღვრული შესასყიდი 80 (ოთხმოცი) კომპლექტი ჩოხა-ახალუხი განკუთვნილია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულისთვის.
„მოგახსენებთ, რომ ჩოხა-ახალუხი, რომელიც ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულს აცვია, 7 წელზე მეტია არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარების ვადა 5 წელია. შესაბამისად, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ამ თემით სპეკულირება არის საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მოგეხსენებათ, რომ თავდაცვის უწყებაში არსებობს დანაყოფები, რომელთაც ესაჭიროებათ სპეციალური ფორმა, საკუთარი უფლებმოსილების განსახორციელებლად. ერთ-ერთ ასეთ დანაყოფს წარმოადგენს ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული, რომლის ფუნქციებშიც შედის, უმაღლესი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების დახვედრა-გაცილებისას და სხვადასხვა სახის დღესასწაულზე, საზეიმო და სამხედრო ცერემონიალების ჩატარება, საზოგადო მოღვაწეების და მაღალი რანგის სახელმწიფო მოსამსახურეების დაკრძალვის ცერემონიალით უზრუნველყოფა და ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალზე საპატიო განწესის შესრულება და გვირგვინით შემკობის ცერემონიალის უზრუნველყოფა. რაც შეეხება ტენდერის ვადებს, აღნიშნული შესყიდვა დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ გასულ წელს. 2019 წლის 28 ოქტომბერს გამოცხადდა ტენდერი, თუმცა მონაწილე პრეტენდენტებმა ვერ შეძლეს სატენდერო მოთხოვნების დაკმაყოფილება. საპატიო ყარაულის საჭიროებიდან გამომდინარე, საქონლის შესყიდვის პროცედურები გაგრძელდა 2020 წელს, რაზედაც გამოცხადდა აღნიშნული განმეორებითი ტენდერი“, ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.