იან კელი: ამერიკა იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი
18-09-2015, 10:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატები იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა იან კელიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.


“გაოცებული ვარ იმ თბილი დახვედრით, რომელიც ვნახეთ მე და ჩემმა მეუღლემ თბილისში და პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სწრაფი მიღებით. ძალიან კარგი და ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. აშშ-ი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი. ვისაუბრეთ, როგორ შეგვიძლია, გავაფართოოთ ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები, გავხადოთ უფრო მრავალფეროვანი და ასევე, განვავითაროთ მომავალზე ორიენტირებული ურთიერთობები, რაც საქართველოს აქცევს წარმატების მაგალითად“, - განაცხადა ელჩმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილისა და იან კელის საუბარი არაფორმალურ გარემოში, მთავრობის ადმინისტრაციის ვერანდაზე გაგრძელდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი