ინფექციურ საავადმყოფოში 6 მოზარდი გამოჯანმრთელდა, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე კოვიდინფიცირებული 264 პაციენტია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 372-ს შეადგენს ანუ 100-ზე მეტია სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტთა რაოდენობაზე.
„გუშინდელი მონაცემებით გვყავდა 639, დაგვემატა რვა ახალი და არის 647 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული იყო 349, დაგვემატა 23, არის 372. კოვიდ-ცენტრებში ამ ეტაპზე 264 პაციენტი მკურნალობს. უკვე საკმაოდ კარგი მაჩვენებლია, 100-ზე მეტი სხვაობაა. გამოჯანმრთელებული ასზე მეტია, ვიდრე ამ ეტაპზე სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტები“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.