ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, განიხილება იმ მოქალაქეების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება, რომელთა შემოსავალი 750 ლარზე ნაკლებია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, სადაც ის საკითხები წარადგინა, რომლებზეც მომდევნო პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.
„მნიშვნელოვანია ცვლილებები საგასახადო კოდექსში. ამ საკითხზე ბატონი ირაკლი კოვზანაძე მუშაობდა. ესაა ანტიკრიზისული პაკეტი და მასში მთელი რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ღონისძიებებია, რომლებიც ანტიკრიზისული რეაგირების ფარგლებში, ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ შევიმუშავეთ. მათ შორისაა ისეთი მნიშვნლოვანი საკითხი, როგორიცაა 750 ლარამდე შემოსავლის მქონე ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან. ასეთი ტიპის შეღავათი კიდევ არაერთია და მე გთხოვთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, მაგრამ დეტალურად განვიხილოთ და დროულად მივიღოთ ეს ცვლილებები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.