საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, მისი ყველა ქონება კანონიერად არის შეძენილი და სახლთან დაკავშირებით თუ ვინმეს სახელმწიფოსთან პრეტენზია აქვს, სახელმწიფოს უნდა მიმართოს.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს თემა დიდი ხანია სპეკულაციის საგანია და დღეს მისი კიდევ ერთხელ წამოწევა აჩვენებს, რომ სხვა არგუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ არ არსებობს.
"სახლთან დაკავშირებით თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს სახელმწიფოსთან, უნდა მიმართოს სახელმწიფოს, ნებისმიერი მთავრობის პირობებში. ჩემთან პრეტენზია ვერავის ექნება. მე ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ კანონიერად ვცხოვრობ, ყველა ჩემი ქონება არის კანონიერად შეძენილი და თუ ვინმეს პრეტენზია აქვს სახელმწიფოსთან, შეუძლია მიმართოს სახელმწიფოს", - განაცხადა პაპუაშილმა.
მისივე თქმით, 14 მოსამართლისთვის ბათუმში გადასვლასთან დაკავშირებით საცხოვრებლი ფართის გადაცემა კანონით იყო განსაზღვრული.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებით, გიორგი პაპუაშვილი 2007 წლიდან, აჭარაში, ,,ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძის სახლში ცხოვრობს და საქმეზე დღემდე მიმდინარეობს სამართლებრივი დავა და ქონების სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად გადაცემის ფაქტს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი სწავლობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.