გიგი უგულავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
18-09-2015, 13:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ რიყის ტერიტორიისა და "თბილსერვისის" საქმეზე განაჩენი გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავას "თბილსერვისის" საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა. ამნისტიის გამო, გიგი უგულავას თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და ექვსი თვით განესაზღვრა. 

 

 

რაც შეეხება უგულავასთან ერთად ბრალდებულ დავით კეზერაშვილს, მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა ორი მუხლით, კერძოდ, 182-ე და 194-ე მუხლით. მოსამართლის გადაწყვეტილებით, იგი ორივე მუხლში სრულად გამართლდა და დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა გაუუქმდა. რიყის ეპიზოდში გიგი უგულავაც გამართლდა.

 

 

მოსამართლემ განაჩენი მცირე აუდიტორიის წინაშე გამოაცხადა, რადგან დარბაზში მხოლოდ მედიის წარმომადგენლები და პროკურორები იმყოფებოდნენ, ასევე სასამართლოს პრესსამსახურის რამდენიმე თანამშრომელი. "ნაციონალური მოძრაობის" ერთიანი გადაწყვეტილებით, არც გიგი უგულავა და არც მისი მხარდამჭერები დარბაზში არ შევიდნენ და განაჩენის გამოცხადებას საქალაქო სასამართლოს ეზოში დაელოდნენ.

 

 

როგორც განაჩენის გამოცხადების შემდეგ უგულავამ განაცხადა, ის მიდის ციხეში დასასვენებლად. „დავიღალე და წავალ, დავისვენებ ციხეში, ვერ დავისვენე და ახლა დასასვენებლად მივდივარ სამეცნიერო მივლინებაში“, – განაცხადა უგულავამ. უგულავას საბადრაგო სამსახური .ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანს.

 


თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ არ გამოიყენა საბოლოო სიტყვის უფლება და მან ამის მოტივი სასამართლო სხდომის განახლებისას განმარტა. უგულავამ განაცხადა, რომ არ აპირებს ფორმალობაში მონაწილეობის მიღებას, რადგან მას საბოლოო სიტყვისთვის მომზადების საშუალება არ მიეცა.

 

 

"ეს საქმე დამთავრდება ბრალდებულის საბოლოო სიტყვის გარეშე. ჩემი თავმოყვარეობა არ მაძლევს უფლებას, რომ ფორმალურად ვთქვა საბოლოო სიტყვა. არც დროის გაწელვას ვაპირებ. შემეძლო, აცილებები მომეთხოვა და სხვადასხვა საპროცესო ნორმა გამომეყენებინა, სხდომა 18:00 საათამდე, ანუ სამუშაო დროის ამოწურვამდე გამეწელა, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. რა გადაწყვეტილებაც გინდა ის მიიღეთ", - განაცხადა უგულავამ.

 

 

მისი თქმით, თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ მას ეშინია, ასე არ არის. ამასთან, უგულავამ მოსამართლეს მიმართა, რომ საბოლოო სიტყვის მოსამზადებლად ერთკვირიანი ვადის განსაზღვრის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობით "არასწორი და არაადამიანური გადაწყვეტილება მიიღო".

 


"რაც არ უნდა ილაპარაკოთ თქვენს განაჩენში, ეს შინაარსობრივად პოლიტიკური პროცესია. ბურთი და მოედანი თქვენია. აწი ღმერთმა ხელი მოგიმართოთ", - განაცხადა უგულავამ განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი