თეა წულუკიანი: „რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ძებნილ მსჯავრდებულს აღმოაჩნდა კორონავირუსი ისე, რომ ის არც კი მოხვედრილა ციხეში“
13-05-2020, 18:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ძებნილ მსჯავრდებულს აღმოაჩნდა კორონავირუსი ისე, რომ ის არც კი მოხვედრილა ციხეში, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „პოსტივის“ ეთერში.

 

 

„ახალი წესების მიხედვით, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა ჯერ კიდევ 5 მარტიდან აამუშავა, უცხოეთიდან შემოსული დაკავებული ძებნილები პირდაპირ ხვდებიან ციხის გარეთ სამოქალაქო კლინიკაში, ასე იყო ამ პატიმრის შემთხვევაშიც. როდესაც მას უკვე მე-18 დღეს აღმოაჩნდა „პისიარ“ ტესტის შედეგად კორონავირუსი, პენიტენციურ სამსახურს იგი გადაჰყავს სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთ ე.წ. კოვიდ კლინიკაში, სადაც იგი იმკურნალებს. ვიპოვეთ ასეთი გამოსავალი, რომ მოცემულ პატიმარს გავაკონტროლებთ არა ესკორტის ოფიცრების პალატაში დისლოცირების მეშვეობით, რადგან ესკორტი არ გვინდა, დავაყენოთ საფრთხის ქვეშ. არამედ, ელექტრონული მეთვალყურეობით ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ პატიმარი არ გაიქცეს. ეს არის მორიგი მაგალითი, თუ როგორ ვერგებით ვირუსს იმისათვის, რომ დავიცვათ საპატიმროები ვირუსისგან. დღეისთვის კვლავ არ არის არც ერთი არც საეჭვო და არც დადასტურებული შემთხვევა დაწესებულებებში, არც თანამშრომლებში, არც პატიმრებში. ახალი ტექნოლოგიები კი, რაც გვაქვს, გამოიყენება არატრადიციული შემთხვევებისთვისაც, რათა გამოსავალი ყოველთვის იყოს მორგებული სახელმწიფო ინტერესს და ადამიანის უფლებებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი