საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია BBC-ის გადაცემა HARD talk -ში თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის სტუმრობისას გაკეთებულ განცხადებას, სოციალური ქსელით ეხმაურება. ხაბურძანიას გაღიზიანება ხიდაშელის ფრაზამ - "ჩვენ მოვკვდებით, როგორც გმირები, ეს არის ის, რაც ჩვენ შეიძლება ვქნათ" - გამოიწვია.
"ბოკერია კაბაში აბობოქრდა, ჯერ იცის, რომ 2008 არ განმეორდება, მერე მის შვილებს, რომლებსაც სამშობლო მაშინ უნდა შეუყვარდეთ, როცა ამას თვითონ ჩათვლიან საჭიროდ და თუ ეს საომარ მოქმედებებს დაემთხვევა, ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნის. ღმერთო! გვაცილე (უსუფაშვილებსაც) ასეთი ხვედრი და ჩვენ ასეთი ცეცხლთან სიტყვით მოთამაშე თავდაცვის მინისტრი, ამ სისულელეებს ალასანიაც კი არ კადრულობდა", - წერს Facebook-ზე ხაბურძანია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა BBC-ის გადაცემა HARD talk -ში სტუმრობისას შეკითხვაზე - მიდიან თუ არა რუსეთი და საქართველო იმ მიმართულებით, რომ 2008 წლის მსგავსი ომი განმეორდეს - ასეთი პასუხი გასცა: თუ მსოფლიო ისეთივე სისუსტეს გამოიჩენს საქართველოს მიმართ, როგორც ეს უკრაინისადმი გამოიჩინა, თუ მსოფლიო წარუმატებელი აღმოჩნდება თავისუფლების განვრცობაში... თუ ნატო იტყვის, ესაა ის, სადაც თავისუფლება სრულდება და ამის იქეთ ჩვენ აღარ ვდარდობთ - მაშინ დიახ, ეს მოხდება.
ხიდაშელმა დაამატა, რომ თუ ეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებამდე მოხდება: "ჩვენ მოვკვდებით, როგორც გმირები, ეს არის ის, რაც ჩვენ შეიძლება ვქნათ".

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.