საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონტენეგროს პრეზიდენტს მილო დუკანოვიჩს ტელეფონით ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო გადადებული მისი ვიზიტი, კრიზისის დასრულების შემდეგ, გაიმართება.
პრეზიდენტებმა საქართველოსა და მონტენეგროში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობასა და ხელისუფლებების მიერ გატარებულ იმ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში ორივე ქვეყანას წარმატება მოუტანა. მონტენეგროს პრეზიდენტმა პანდემიასთან ბრძოლისას საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცა.
საუბარი შეეხო პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის ამოქმედების სტრატეგიულ გეგმებსა და ამ კონტექსტში უსაფრთხო ტურიზმის მიმართულებაში საქართველოსა და მონტენეგროს მონაწილეობის უდიდეს მნიშვნელობას, რადგან საქართველოს, ისევე როგორც მონტენეგროს ეკონომიკა დიდწილადაა დამოკიდებული ტურიზმის სექტორზე.
საქართველოს პრეზიდენტმა მონტენეგროს უსაფრთხო ქვეყნების ტურიზმის დერეფანში ჩართვა შესთავაზა, რასაც მონტენეგროს პრეზიდენტმა საინტერესო იდეა უწოდა.
პრეზიდენტებმა საქართველოსა და მონტენეგროს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს. მონტენეგროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მონტენეგრო მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
აღინიშნა, რომ ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე გაუზიარონ ერთმანეთს ამ პროცესში დაგროვილი გამოცდილება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.