„შეიძინე ქართული! - ეს არის „დრამატული“ განცხადება საქართველოში ნებისმიერი მოქმედი პოლიტიკოსისთვის - ერთგვარი სტიგმა. 90-იანი წლების შემდეგ ამის თქმა მხოლოდ ღარიბაშვილმა გაბედა („იმპორტჩანაცვლებას“ ვგულისხმობ) და ცოტა ხანში რეზერვში გადასვლა მოუწია. უნდა ველოდოთ, ლიბერალების, ოპოზიციის დიდი ნაწილის და იმპორტიორების კონსოლიდაციას პრემიერ გახარიას წინააღმდეგ. ასეთ განცხადებას ისინი ვერ „გაატარებენ“ - ინსტრუქციებში პირდაპირ უწერიათ.
„შეიძინე ქართული!“ - ნიშნავს ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდას, მოთხოვნის ზრდა ნიშნავს ადგილობრივი წარმოების გაფართოებას, გაფართოება ნიშნავს წარმოებისთვის საფინანსო რესურსების მოზიდვას ბანკებიდან, ბანკებიდან წამოსული რესურსები კი იმ სამომხმარებლო სესხებს მოაკლდებათ, რომლითაც კორეული, თურქული, ჩინური და სხვა იმპორტული საქონლის იმპორტის შემოტანა ფინანსდება, უცხოეთში სამუშაო ადგილები იქმნება და ბიუჯეტში გადასახადები შედის. ვის მოეწონება ახლა ეს?! ქართველ ხალხის გარდა, ცხადია“, წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.