თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ, მისმა მხარდამჭერებმა საქალაქო სასამართლოს ეზოდან ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები უგულავას დაპატიმრებას და იმ განაჩენს აპროტესტებდნენ, რომლის დირექტივა, მათი თქმით, სოლოლაკის შუშის სასახლიდან გაიცა.
სამართალდამცავებმა აქციის ორი მონაწილე დააკავეს, რის შემდეგაც ადგილზე ვითარება დაიძაბა. დაკავებული პირების სამმართველოში გადაყვანის საშუალებას პოლიციელებს აქციის მონაწილეები არ აძლევდნენ ისინი საპატრულო მანქანას წინ გადაუდგნენ, რა დროსაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, თუმცა გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, სამართალდამცველებმა დაკავებულები პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.