პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის BBC-ის გადაცემა HARD talk -ში სტუმრობისას გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და შეკითხვას სვამს, თუ "რით განსხვავდება ხიდაშელი სააკაშვილსაგან, როგორც პოლიტიკური ავანტიურისტი და პროვოკატორი, რომელსაც კატასტროფული ზიანი შეუძლია მოუტანოს საქართველოს და ქართველ ხალხს?!"
"საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა BBC-ის გადაცემა HARD talk -ში სტუმრობისას შეკითხვაზე - მიდიან თუ არა რუსეთი და საქართველო იმ მიმართულებით, რომ 2008 წლის მსგავსი ომი განმეორდეს - ასეთი პასუხი გასცა:"თუ მსოფლიო ისეთივე სისუსტეს გამოიჩენს საქართველოს მიმართ, როგორც ეს უკრაინისადმი გამოიჩინა, თუ მსოფლიო წარუმატებელი აღმოჩნდება თავისუფლების განვრცობაში... თუ ნატო იტყვის, ესაა ის, სადაც თავისუფლება სრულდება და ამის იქეთ ჩვენ აღარ ვდარდობთ - მაშინ დიახ, ეს მოხდება". – და დაამატა:"თუ რუსეთ-საქართველოს ომი, საქართველოს ნატოში გაწევრიანებამდე მოხდება, ჩვენ მოვკვდებით, როგორც გმირები, ეს არის ის, რაც ჩვენ შეიძლება ვქნათ". – მეც და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოების დიდ ნაწილსაც გვიჩნდება კითხვა. – რით განსხვავდება ხიდაშელი სააკაშვილსაგან, როგორც პოლიტიკური ავანტიურისტი და პროვოკატორი, რომელსაც კატასტროფული ზიანი შეუძლია მოუტანოს საქართველოს და ქართველ ხალხს?! მინდა გავაფრთხილო "ქართულ ოცნებაში" ჯანსაღად მოაზროვნე პიროვნებები და უწინარესად, ყოფილი პრემიერი ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი ღარიბაშვილი, რომ თუ დროულად არ გაანთავისუფლებთ თქვენს ხელისუფლებას "სააკაშვილი 2" თავდაცვის მინისტრისგან, მაშინ, არათუ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა გახდება სათუო, არამედ საქრთველოში აღარ დაგედგომებათ, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა და ხალხი!!!", აცხადებს პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.