მსხვილი ობიექტების პრივატიზაციიდან შემოსული თანხა 47 850 800 აშშ დოლარს შეადგენს
19-09-2015, 02:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსხვილი ობიექტების პრივატიზაციიდან შემოსული თანხა 47 850 800 აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ გაზაფხულზე დაანონსებული პრივატიზაციის ფარგლებში ამ დროის მონაცემებით 7 მსხვილი ობიექტი გაიყიდა.

 

 

"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო" აქტიურად მუშაობს ინვესტორებთან საპრივატიზებო ობიექტების გასხვისების კუთხით. ამ ეტაპზე სააგენტოს მიერ საინვესტიციო პირობებით პრივატიზებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 7 მსხვილი ობიექტი, რომელთა პრივატიზებიდან შემოსული თანხა 47 850800 აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, გარდა ზემოთ ხსენებული საპრივატიზებო საფასურისა ინვესტორებმა აიღეს ვალდებულება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე განახორციელონ მინიმუმ 72 760 000 აშშ დოლარის და 30 000 000 ლარის ინვესტიცია", - აცხადებენ სამინისტროში.

 

 

უფრო კონკრეტულად, პროვატიზებულია: 1. თბილისში, ბაღდადის ქუჩაზე მდებარე, 26295 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

 


2. ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირი #60-ში მდებარე ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფო. 3. ქ. წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა #13-ში მდებარე ყოფილი სანატორიუმი "მეშახტე". 4. ქ. ბათუმი, ნინოშვილი/ჟღენტის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება (ბათუმი თაუერი). 5. ქ. თბილისში ჭანტურიას ქუჩა #12-ში მდებარე შენობა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა განთავსებული. 6. ქალაქ თბილისში, დ. აბაშიძისქუჩა #17/4 -შიმდებარე 7823.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 7. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირ #9-ში მდებარე შენობა.

 


"ამჟამად სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქ. თბილისში, ჭონქაძის ქუჩა # 21-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3841 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 4549,03 კვ.მ. უძრავი ქონება, რომლის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება შეადგენს 8 200 000 ლარს. აუქციონი გუშინ, 18 სექტემბერს დამთავრდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი