საქართველომ დღეს დაასრულა ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობა; ეს 6 თვე, გლობალური პანდემიის მიუხედავად იყო ძალიან წარმატებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო დონეზე საქართველოს თავმჯდომარეობას ძალიან მაღალი შეფასება ჰქონდა.
პრემიერ მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს წარმატებული თანამშრომლობისთვის, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს 6 თვე იყო ძალიან წარმატებული, მიუხედავად გლობალური პანდემიისა. საერთაშორისო დონეზე საქართველოს თავმჯდომარეობას ჰქონდა ძალიან მაღალი შეფასება. მინდა, ჩვენს თითოეულ ევროპელ პარტნიორს მადლობა გადავუხადო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრს ასეთი ნაყოფიერი და ეფექტური საქმიანობისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.