მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მარი ბროსეს ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„გასულ წელს აღნიშნული საგზაო მონაკვეთის ნაწილს რებილიტაცია ჩავუტარეთ, ნაწილი კი მძიმე მდგომარეობაში იყო დარჩენილი. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები - წყლისა და გაზის მილები. ახლა მიმდინარეობს მოასფალტების სამუშაოები, რომელიც ხვალ საღამოს დასრულდება, შემდეგ მოირეცხება და 18 მაისიდან გადაადგილება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გაზმომარაგების ქსელი, დაზიანებული ფილები და გვერდმიმღები ჭები გამოიცვალა. ამ ეტაპზე კი ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება. საერთო ჯამში, გზის საფარი დაახლოებით, 14 500 კვ.მ ფართობზე განახლდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯი არ ჯი“ ასრულებს. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 130 000 ლარი გამოიყო.
თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.