გიორგი გახარია: „განათლების სისტემის რეფორმა რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად, ის შეიძენს ახალ, დამატებით აქცენტებს, რომელიც ორიენტირებული იქნება დისტანციურ სწავლებებსა და სწავლების სხვადასხვა ფორმებზე“
15-05-2020, 17:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ჩვენი საუბრის და განხილვის თემა გახლავთ ანტიკრიზისული გეგმა და პროგრამა განათლების სფეროში. მოგეხსენებათ, საზოგადოებას უკვე წარვუდგინეთ ანტიკრიზისული გეგმა, როგორც ტურიზმის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით და განვაცხადეთ ჩვენი პრიორიტეტები. მიუხედავად ჩვენი გეგმებისა ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ covid-19. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა 19 ადამიანით. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გლობალური პანდემია არ არის ერთი და ორი დღის გამოწვევა, ესაა გამოწვევა, რომელთან ერთად ცხოვრებაც ჩვენ მოგვიწევს, როგორც მინიმუმ, თვეები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეხება განათლების სფეროსაც. ჩვენ განათლებაში ძალზედ ადრე მივიღეთ აუცილებელი ნაბიჯები იმისთვის, რომ შეგვემცირებინა ინფიცირებულების რაოდენობა და 4 მარტიდან სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა.  ეს იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი არა მხოლოდ განათლების სფეროში ინფიცირების შესამცირებლად, არამედ მთლიანად საზოგადოებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას.
 


მთავრობის მეთაურის თქმით, ამის შემდგომ განათლების სისტემამ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური ონლაინ გაკვეთილების დანერგვა.
 


„ამან შედეგი გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გვყავს ადამიანები რომელთაც არ აქვთ მარტივი წვდომა ინტერნეტთან განათლების სამინისტრომ ეს პრობლემაც მოაგვარა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად შექმნა ისეთი ფორმატი, როგორიცაა - „ტელესკოლა", რომელიც არა მხოლოდ საქართველოში გახდა პოპულარული, მან საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. ესაა ფორმატი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ენებზეც მაუწყებლობს და საქართველოში თითოეულ მოსწავლეს აძლევს საშუალებას, არ ჩაუვარდეს სასწავლო წელი. ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ საქართველოში 2019-2010 წლები აკადემიურ წლად არ გამოცხადდება. ჩვენთან სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ „ტელესკოლის" საშუალებით ჩატარდა ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში და მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები კი 15 ივნისს. ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათი თარიღი გამოცხადდება ივნისში,"- აღნიშნა პრემიერმა.


 
გიორგი გახარიას განცხადებით, ამ მიღწევამ განათლების სისტემაში შედეგი უკვე აჩვენა, თუმცა ეს იყო პირველი რეაგირება განათლების კრიზისზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, განათლების სისტემის რეფორმა რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად, რომელიც წარმატებით უნდა დასრულდეს.
 


„ესაა ის მიღწევა, რომელიც განათლების სისტემამ როგორც შედეგი უკვე აჩვენა, თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი რეაგირება და რეაქცია განათლების კრიზისზე, ეს იყო ჩვენი განათლების ანტიკრიზისული ქმედებები. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობისთვის ბოლო წლებში განათლება არის N 1 პრიორიტეტი. განათლების სისტემის სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, რომ, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი დაემუქროს და გაგრძელდეს. ის შეიძენს ახალ, დამატებით აქცენტებს, რომელიც იქნება უფრო დისტანციურ სწავლებებსა და სწავლების სხვადასხვა ფორმებზე ორიენტირებული, მაგრამ განათლების სისტემის რეფორმა რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად. ჯერჯერობით, ზუსტად არავინ იცის პოსტ-პანდემიური მსოფლიო როგორი იქნება, მაგრამ ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ბავშვები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, შესაბამისი ადგილი დაიკავონ გლობალურ კონკურენციაში, ესაა ჩვენი მომავალი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რესურსი, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ  განათლების სისტემური რეფორმა იყოს დასრულებული წარმატებით,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი