საგანგებო მდგომარეობის არ გაგრძელება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შეზღუდვა ერთბაშად იქნება მოხსნილი, ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენ, ყველამ ერთად უკიდურესი სიფრთხილით ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა გავხსნათ ჩვენი ეკონომიკა, რათა ეს კრიზისი ქვეყნისთვის გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებსაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ.
„მინდა თითოეულ თქვენგანს მოვუწოდო დავიცვათ ის წესები, რომლის რეკომენდაციასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ - პირბადე, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის წესები და ა.შ. ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ გლობალურ კონკურენციაში ვიყოთ ეფექტურები და ჩვენი ეკონომიკა სწრაფად აღდგეს, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ მინისტრმა ასევე, მადლობა გადაუხადა პედაგოგებს.
„ჩვენმა პედაგოგიურმა კორპუსმა აბსოლუტურად სწრაფად გვანახა, როგორ შეიძლება გლობალური გამოწვევა გახდეს ახალი შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის ყველაზე მარტივი, სწრაფი და ეფექტური საშუალება. ეს უნდა გავაგრძელოთ ყველგან, ტურიზმში, სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკაში, ჩვენი ეკონომიკური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში. რახან ვამბობთ, რომ ეს კრიზისი ქვეყანამ უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, ეს შესაძლებლობები ნელ-ნელა მაქსიმალურად ეფექტურად უნდა ავამუშაოთ", - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.