ირაკლი აბესაძე: „პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო სწორი, ეს ხსნის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური პროცესი აღდგეს და გაგრძელდეს“
16-05-2020, 12:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მნიშვნელოვანია, ბოლომდე შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, გათავისუფლდეს გიორგი რურუა და შემდეგ უკვე ოპოზიციაც გადავერთვებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხებზე, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.

 

 

ირაკლი აბესაძის თქმით, უცნაურია პრეზიდენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო რატომ იმართლებს თავს „ქართული ოცნების“ გუნდი და ვისზეა ეს გათვლილი.

 

 

„უცნაურია, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში მათ მოუწიათ, თუმცა მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ამ სიტუაციაში უნდა ყოფილიყო მიღებული და რომელსაც ელოდა როგორც ქართული საზოგადოება, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. შესაბამისი იყო გამოხმაურებაც, როდესაც მიესალმნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე შესრულდეს შეთანხმება, გათავისუფლდეს გიორგი რურუა და შემდეგ უკვე ოპოზიციაც გადავერთვებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხებზე. ცალსახად ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ხსნის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური პროცესი აღდგეს და გაგრძელდეს“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ, 15 მაისს შეიწყალა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი