აზერბაიჯანსა და უნგრეთში საქართველოს საელჩები, საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ აქტიურ მუშაობას საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით.
კერძოდ, აზერბაიჯანის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციითა და შეთანხმებით, საქართველოს საელჩომ
15 მაისს, ორგანიზება გაუწია საქართველოს მოქალაქეთა 50 კაციანი ჯგუფის სამშობლოში დაბრუნების პროცესს სახმელეთო გზით.
აღნიშნული ჯგუფის შემადგენლობაში არიან: არასრულწლოვანი, ასაკოვანი, ფეხმძიმე, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე და საელჩოს მიერ თავშესაფრით უზრუნველყოფილი პირები.
ასევე, 15 მაისს, უნგრეთში საქართველოს საელჩომ უზრუნველყო ხორვატიის რესპუბლიკიდან უნგრეთის ტერიტორიაზე საქართველოს 6 მოქალაქის გადმოყვანა,რომლებიც COVID-19 -ის პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას.
დღესვე, ჩვენი თანამემამულეები, უნგრეთში მყოფ საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებთან ერთად, ბუდაპეშტიდან (მინსკის გავლით) ერევანში გაემგზავრებიან, საიდანაც, სამშობლოში მათ ორგანიზებულ დაბრუნებას უზრუნველყოფენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
2020 წლის 15 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20,302 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 11,046 მოქალაქე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.