ლევან დავითაშვილი: „სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სიკეთეების შესახებ ინფორმაცია თითოეულ ფერმერამდე უნდა მივიტანოთ”
16-05-2020, 13:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და  პრემიერ მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი  სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდნენ.  

 

 

„სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ კომპლექსურია და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამდე სწორად მივიტანოთ. ფერმერებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა, დახმარების პაკეტი, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა კრიზისული პერიოდის დასაძლევად, მათთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ჩვენ მიერ შემუშავებული პროგრამები კარგი შესაძლებლობაა თითოეული ფერმერისთვის, მიიღოს მეტი შეღავათი სახელმწიფოსგან, განავითაროს მეურნეობა, რაც, საბოლოოდ, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაზე, აგროწარმოების ზრდასა და ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე აისახება“,  - განაცხადა მინისტრმა.

 

 

ლევან დავითაშვილმა ანტიკრიზისული გეგმის შესახებ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებულობის უზრუნველყოფაში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამინისტროს შესაბამისი სამსახურები სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად იმუშავებენ ყველა იმ რგოლთან, რომელიც ფერმერებს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ ინფორმაციას გააცნობს.  
როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა აღნიშნა,  მნიშვნელოვანია რომ დღევანდელი გამოწვევები ქვეყანამ ღირსეულად დაძლიოს და კრიზისი  მინიმალურად აისახოს თითოეულ ადამიანზე. 

 

 

„ბოლო წლებში ძალიან სერიოზული დახმარებები ხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, დახმარებების პაკეტი გაიზარდა. ის, ფაქტობრივად, გათვლილია ყველა იმ ადამიანზე,  ვინც სოფლად ცხოვრობს და საქმიანობს. აუცილებელია, რომ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად მივიდეს ფერმერებამდე, რაშიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ყველა რგოლის აქტიური ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 


შეხვედრის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის კუთხით რეგიონებში არსებულ პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი