თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულებისა და გამოჯანმრთელებულების რაოდენობას შორის, გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებენ, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
როგორც მან აღნიშნა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 26-ს შეადგენს, რაც საკმაოდ სოლიდურია.
“ჩვენ გვყავდა 393 და დღეისთვის გვყავს 419 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში მხოლოდ 246 პაციენტი მკურნალობს. უკვე თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულების რაოდენობასა და გამოჯანმრთელებულებს შორის. გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებენ“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 677-ს შეადგენს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 419 პაციენტი.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3822 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 360 პირი.
საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.