"ლონდონის ბირჟაზე „საქართველოს ბანკისა“ და „თი-ბი-სი“ ბანკის აქციები მკვეთრად დაეცა"
19-09-2015, 06:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე „წარმატებული“ ქართული ბანკების აქციების ღირებულება მკვეთრად დაეცა – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში თემურ ბასილია Facebook-ზე წერს.

 

 

ამერიკაში ხანგრძლივად მცხოვრები ქართველი ეკონომისტი ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე „თი-ბი-სი“ ბანკის აქციების ღირებულება თითქმის განახევრდა და აქციების ღირებულება 45%-ით დაეცა, ხოლო „ საქართველოს ბანკის“ აქციების ღირებულება – 27%-ით.

 

 

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე „წარმატებული“ ქართული ბანკების აქციების ღირებულება მკვეთრად დაეცა. საქართველოში ბევრი საუბრობს საბანკო სექტორზე, როგორც წარმატებულ სფეროზე; თუმცა, სანამ ნაჩქარევ დასკვნებს გავაკეთებდეთ, ვნახოთ მათი საქმიანობის შედეგები ლონდონის ბირჟაზე. ამის საუკეთესო ინდიკატორია მათი აქციების ღირებულების ცვლილება. როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის ბირჟაზე ორი ქართული ბანკის – საქართველოს ბანკისა და „თი-ბი-სი“ ბანკის აქციებით ვაჭრობა ხდება.

 

 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე:

 

 

ა) „თი-ბი-სი“ ბანკის აქციების ღირებულება თითქმის განახევრდა. თუ, 2014 წლის სექტემბერში ამ აქციების ღირებულება 16.5 დოლარი იყო, 2015 წლის 17 სექტემბერს იგი მხოლოდ 9.38 დოლარს შეადგენდა; ანუ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში TBC ბანკის აქციების ღირებულება დაეცა 45%-ით.

 


ბ) „საქართველოს ბანკის“ აქციების ღირებულება დაეცა 27%-ით. თუ, 2014 წლის 28 ოქტომბერს ამ აქციების ღირებულება 2,568.00 დოლარს შეადგენდა, 2015 წლის 17 სექტემბერს იგი მხოლოდ 1,872.00 დოლარი იყო.

 

 

არა მგონია, რომელიმე საღ ჭკუაზე მყოფმა ეკონომისტმა კომპანიის აქციების ღირებულების 45%-იანი ან თუნდაც, 27%-იანი ვარდნა წარმატებად შეაფასოს.

 

 

ორი ძირითადი მიზეზია, რაც გავლენას ახდენს ამ ბანკების აქციების ღირებულებაზე:

 

 

1. საქართველოს საბანკო სექტორში არსებული მძიმე მდგომარეობა

 

 

2. თავად ამ ბანკებში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა.

 


ინვესტორები მოქმედებენ პრაგმატულად: ისინი მხოლოდ იმ კომპანიების აქციებში დებენ ინვესტიციებს, სადაც იმედოვნებენ, რომ მიიღებენ მოგებას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში „საქართველოს ბანკისა“ და „თი-ბი-სი“ ბანკების აქციების ღირებულების მკვეთრი ვარდნა მიუთითებს ქართული ბანკების მიმართ ინვესტორების ნდობის შემცირებაზე. ქვემოთ თან დავურთავ ლინკებს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ორივე ქართული ბანკის მოღვაწეობის შედეგები ლონდონის ბირჟაზე“ ,- წერს თემურ ბასილია სოციალურ ქსელში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი