საქართველოს დაახლოებით ორი მილიონი მოქალაქე, ვინც 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი, შეუძლებელია, დაარწმუნო, რომ ეს ორი ადამიანი არის პოლიტპატიმარი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების ფაქტს.
მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა კულტურის პირობებში პოლიტპატიმრის აღქმა შესაძლოა, განსხვავებული იყოს.
„ადამიანის უფლებები სხვადასხვა კულტურაში აღიქმება სხვადასხვანაირად. ჩვენი კულტურის პირობებში, ადამიანები ადამიანების უფლებებს, ამ შემთხვევაში პოლიტპატიმარს, აღიქვამენ სულ სხვაგვარად და შეიძლება არა ისე, როგორც ეს შეიძლება მოხდეს ისლანდიაში ან შვეიცარიაში. თვითონ ამ ადამიანებს, ვინც ახლა ციხეში იყვნენ, 2012 წლიდან მთელი პროცესების გაანალიზების გარეშე არავინ არ აღიქვამს. საქართველოში ნებისმიერი მოქალაქე, ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და ეს იყო დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი, ვისაც ახსოვს ეს ყველაფერი, გამორიცხულია, დაარწმუნო, რომ ეს ორი ადამიანი ახლა არის პოლიტპატიმარი. ეს კუბილიუსს არ ემახსოვრება, არც რომელიმე ამერიკელ სენატორს და თუ შენ ამ ამბავს ახლა იმ სენატორს მიუტან კონტექსტის გარეშე, იმ გაგებით, როგორც მაგალითად ისლანდიისა თუ შვეიცარიის კულტურა იცნობს, შესაძლოა, გაყიდო ეს წარმატებით, მაგრამ ეს პირველ რიგში უნდა ჰკითხო საქართველოს მოსახლეობას“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
როგორც კაკულიამ აღნიშნა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელია.
„მან ბევრჯერ გააოცა საზოგადოება საკუთარი გადაწყვეტილებებით. მინდა, ვიფიქრო, რომ თავისი გაგებით დადებითი მოტივები ამოძრავებდა, რადგან უფლება არ მაქვს, სხვა რამ ვიფიქრო. მაგრამ საზოგადოება თუ ვერ გაგიგებს შენ, მაშინ თუ კუბილიუსი, მთელი დასავლეთი თუ აღმოსავლეთი ამას დადებითად მოეკიდება, ეს ძალიან კარგია. თუმცა საზოგადოებას თუ არ მივეცით შეგრძნება, რომ ჩვენ სახელმწიფო ვართ, უნდა ვიყოთ ძლიერები და მერე სხვებიც გვცემენ პატივს, მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს ან რისთვის გვინდა პოლიტიკა? ჩემი აზრით, ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს ვერც უწოდებ ოპოზიციას, რადგან ისინი კი არ ოპონირებენ, არამედ ისინი მტრობენ. მათ იციან, რომ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ ექნებათ და ეს ჩანს მათ ტექსტებში“, – განაცხადა კაკულიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.