არჩილ ჭყოიძე: „ბიძინა ივანიშვილი ვერ იტანს, რომ მასზე დიდი ავტორიტეტი აქვს პატრიარქს, ეკლესიას, ამიტომ ცდილობს რამენაიარად შეიტანოს ეკლესიაშიც განხეთქილება და მასზე უფრო მაღალ ინსტიტუციად წარმოჩინდეს“
18-05-2020, 08:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კარგად გაიხსენეთ, ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ რა მოხდა ქვეყანაში რეალურად. რა მოხდა რეალურად? ყველა კონფესია დააფინანსეს; მართლმადიდებელ ეკლესიას თავიდან ბოლომდე ებრძვიან. ბიძინა ივანიშვილის პრინციპია ასეთი, რომ ის ვერ იტანს, რომ მასზე დიდი ავტორიტეტი აქვს პატრიარქს, ეკლესიას, ამიტომ ცდილობს რამენაიარად შეიტანოს ეკლესიაშიც განხეთქილება და მასზე უფრო მაღალ ინსტიტუციად წარმოჩინდეს, მაგრამ ეს გამორიცხულია“, განაცხადა „წიწაკა TV“-ის პირდაპირ ეთერში არჩილ ჭყოიძემ.

 


„თუ გაიხსენებთ თქვენ, პირველად ბიძინა ივანიშვილმა, 2012 წელს რომ გამოჩნდა, რა თქვა? მან თქვა, რომ როდესაც საუბრობდნენო, რომ თითქოს სოროსი აფინანსებდაო ამ პოლიციის რეფორმასო, თითქოს სოროსი იხდიდაო ხელფასებსო მინისტრებისასო, არაო, არაო. ეს ისე ვთქვითო, არ მინდოდაო მე გამოჩენაო, თორემ მე ვარო სოროსიო, თქვა ამ კაცმა. მე ვარო ამ ქვეყანაშიო სოროსიო, მე ვაკეთებო სოროსის საქმესო, რეალურად ეს თქვა ამ კაცმა და შეიძლება სოროსზე უარესიც კი იყოს იმიტომ, რომ ამ კაცმა ვითომ მოირგო ეს ეროვნული მანტია, აშენებს თითქოს ეკლესიებს, მაგრამ სულიერებას კლავს გვერდზე. კარგად გაიხსენეთ, ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ რა მოხდა ქვეყანაში რეალურად. რა მოხდა რეალურად? ყველა კონფესია დააფინანსეს; მართლმადიდებელ ეკლესიას თავიდან ბოლომდე ებრძვიან. ხომ არ გგონიათ თქვენ, რომ გიორგი გახარიას ძალიან უხაროდა რომ გამოდიოდა და ეკლესიის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა, ხომ იცოდა, რომ როგორც ლახვარი, ისე ერჭობოდა გულში და მისი რეიტინგი მიდიოდა ციცაბოდ იმ წამსვე, მაგრამ ვის დავალებას ასრულებდა? ბიძინა ივანიშვილის.

 

 

ბიძინა ივანიშვილის პრინციპია ასეთი, რომ ის ვერ იტანს, რომ მასზე დიდი ავტორიტეტი აქვს პატრიარქს; ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ვერ იტანს, რომ მასზე დიდი ავტორიტეტი აქვს ეკლესიას, ამიტომ არის საჭირო იქ რაღაც ციანიდის საქმეები, მათ შორის სააკაშვილის დროინდელი ეპისკოპოსების მოსყიდვა, როგორიც ბერბიჭაშვილი იყო და არის, როგორიც ცაავა არის, რომ რამენაიარად შეიტანოს ეკლესიაშიც განხეთქილება, რამენაირად სინოდშიც შეიტანოს განხეთქილება და მასზე უფრო მაღალ ინსტიტუციად წარმოჩინდეს, მაგრამ ეს გამორიცხულია. მან კი არა, დიდმა რომის იმპერატორებმა, რომელთაც გონება უჭრიდათ და სასწაული გენიოსები იყვნენ, მათ არ გამოუვიდათ ეკლესიის ავტორიტეტის შერყევა იმიტომ, რო ქრისტეს ავტორიტეტს ვინ შეარყევს? ვინც ებრძვის, ყველა წააგებს. ძალიან რომ მოსწონს მას ნიცშე, თუმცა ნიცშეც წაკითხული არ აქვს, იმიტომ რომ წაკითხული რომ ჰქონდეს, ნიცშესგან რაღაცას გამოიტანდა. ნიცშე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ებრძოდა ქრისტეს და მისი ბოლო სიტყვა საგიჟეთში, როდესაც მან სიცოცხლე დაამთავრა საგიჟეთში, მისი ბოლო სიტყვა იყო ასეთი: მაინც მაჯობე ნაზარეველო, ანუ ნიცშე სიცოცხლის ბოლოს მაინც მიხვდა, რომ სისულელეებს აკეთებდა, რომ ტყუილ-უბრალოდ ებრძოდა ქრისტეს“, განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი