არჩილ ჭყოიძე: „საგანელიძეს რომ 480 მილიონს მოაპარინებ, იზორიას რომ 700 მილიონს მოაპარინებ და გულში გეყოლება ჩახუტებულები, იქ გიგი უგულავას და ოქრუაშვილის ამბავი ვფიქრობ, სასაცილოც არის“
18-05-2020, 09:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საგანელიძეს რომ 480 მილიონს აპატიებ და მოაპარინებ, იზორიას რომ 700 მილიონს მოაპარინებ და გულში გეყოლება ჩახუტებულები, იქ გიგი უგულავას და ოქრუაშვილის ამბავი ვფიქრობ, სასაცილოც არის“, განაცხადა „წიწაკა TV“-ის პირდაპირ ეთერში არჩილ ჭყოიძემ.

 


„თითქოს განგაშივით ატყდა, რომ რა მოხდა ეს სასწაული, რომ შეიწყალეს ეს ოქრუაშვილი და უგულავა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ზოგიერთი ნაწილი წამოხტა და აი, ეს რა აკეთებენ, ეს ბოლო ზღვარია და სალომე ზურაბიშვილი რას შვება და ეს დაუშვებელია და დასავლეთი... და მიდის ერთი ამბავი ამ უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე. მინდა ასეთი კითხვა დავსვა. რა მოხდა ისეთი, რასაც „ქართული ოცნება“ 8 წელიწადია არ აკეთებს? ან უარესებს არ აკეთებს, რაც მაგალითად ახლა გააკეთა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ გიგი უგულავაზე, 48 მილიონი მოიპარა ხომ? და ციხეში გაუშვეს, მერე გამოუშვეს, მერე კიდევ გაუშვეს, მერე კიდევ გამოუშვეს, ეს მასკარადი, მაგრამ აგერ საგანელიძემ მოიპარა 485 მილიონი და საერთოდ არც ციხეში ჰყავთ გაშვებული, არც არავინ ხმას არ სცემს, თბილად, ტკბილად ჰყავთ შუშის სასახლეში ჩახუტებული, შეჭამა 480 მილიონი ლარი, სახელმწიფო აუდიტის დასკვნით. უგულავა-ოქრუაშვილი, ამაზე რომ აღშფოთდა საზოგადოება, იზორიამ რომ გაფლანგა 700 მილიონი ლარი თავდაცვის სამინისტროში, ამაზეც სახელმწიფო აუდიტის დასკვნა რომ დევს და მისმა ძმამ კონცერტები რომ ჩაატარა და მიუხედავად ამისა გერმანიაში ელჩად დანიშნეს, რა ვიცი, რამე დიდი სხვაობაა? დიდი სხვაობა კი არა, უფრო ადრე იყო დასაჭერი იზორია მაგალითად და რა არის ახლა აღსაშფოთებელი. ამის შემდეგ... საგანელიძეს რომ 480 მილიონს აპატიებ და მოაპარინებ, აგერ იზორიას რომ 700 მილიონს მოაპარინებ და გულში გეყოლება ჩახუტებულები, იქ გიგი უგულავას და ოქრუაშვილის ამბავი ვფიქრობ, სასაცილოც არის“, განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი