რაგბიში საქართველოსა და ტონგას ეროვნულ ნაკრებებს შორის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში გამართული შეხვედრა ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 17:10 დასრულდა.
საქართველო ტონგას შორის მატჩის პირველი ნახევარი ქართველი მორაგბეების გამარჯვებით, ანგარიშით 10:3 დასრულდა. მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წუთში უპირატესობა ტონგელებმა მოიპოვეს და მათ ანგარიშზე 3 ქულა მოიპოვეს.
მე-19 წუთზე მერაბ კვირიკაშვილის ზუსტად შესრულებული ჯარიმის წყალობით ანგარიში გათანაბრდა და 3:3 გახდა, ხოლო 28-ე წუთზე ქართული ნაკრების კაპიტნის, მამუკა გორგოძის დადებული ლელოს შედეგად ქართველმა მორაგბეებმა 5-ქულიანი უპირატესობით წინ წაიწიეს, მერაბ კვირიკაშვილის შესრულებული გარდასახვის შემდეგ კი ანგარიში 10:3 გახდა. სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატში ქართველების პირველი შეხვედრის პირველი ნახევარი ტონგას ეროვნულ ნაკრებთან.
შეხვედრის მე-2 ნახევარი ქართველების უპირატესობით წარიმართა და 56- ეს წუთზე "ბორჯღალოსნების" შესანიშნავი შეტევისას გიორგი თხილაიშვილმა ლელო დადო, მერაბ კვირიკაშვილმა კი გარდასახვა შეასრულა და ანგარიში 17:3 გახდა.
61-ე წუთიდან ტონგელებმა აშკარა უპირატესობა მოიპოვეს და ხანგრძლივ შეტევას 64-ე წუთზე ტონგელთა "სადავო" ლელო მოჰყვა, რომელიც მსაჯმა ვიდეოკადრების შემოწმების შემდეგ არ ჩათვალა. შეტევა ისევ დაძაბულად გაგრძელდა და 71 -ე წუთზე ტონგელი ვაინიკოლოს ლელოს შესრულებით დასრულდა, ხოლო მოწინააღმდეგეთა ზუსტი რეალიზაციის შედეგად ანგარიში 17-10 გახდა. მატჩის დასრულბამდე 8 წუთით ადრე მსაჯმა მერაბ კვირიკაშვილს ყვითელი ბარათი მისცა, რის გამოც მას მოედნის დატოვება მოუწია და ქართველებმა თამაშის დარჩენილი დრო 14 კაცის შემადგენლობით განაგრძეს.
დაძაბული მატჩი საბოლოოდ ანგარიშით 17:10 ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.