გლდანის რაიონს კიდევ ერთი სკვერი შეემატება, გლდანის ხევის N8–N8 ა კორპუსებთან სკვერი მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 1 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს.
პროექტის შედეგად, ეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი. მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემა. განთავსდება ღია სივრცის ტენისის მაგიდა, ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მალგიო“ ასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 230 000 ლარია გათვალისწინებული.
გლდანის ხევში, აღნიშნულის გარდა, სკვერი კიდევ ორ მისამართზე ეწყობა.
სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.