ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქცია გრძელდება
18-05-2020, 16:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გრძელდება საქველმოქმედო აქცია.

 


ნინოწმინდის მერიის ცნობით, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით. კამპანიის სამოქმედო არეალი მოიცავს წინასწარ შერჩეულ 647 ლოკაციას (ქალაქში, სოფელში, რაიონულ ცენტრსა და ჩასახლებაში) საქართველოს 10 რეგიონში, სადაც გავრცელდება 22,500 ცალი სურსათის ჩანთა, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია COVID19-ის პრევენციული ღონისძიებების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის-112, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის შესახებ ( სომხურ ენაზეც).

 

 

მოსახლეობისთვის ჩანთების გადაცემა მოხდება უსასყიდლოდ, ქალაქ ნინოწმინდიაში და ნინოწმინდის სოფლებში მოქმედი სასურსათო მაღაზიების მეშვეობით.

 


„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივას“ აფინანსებს ევროკავშირი. კამპანიის მიზანია მოსახლეობის უწყვეტი ინფორმირება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული 1 500 ცალი ჩანთის სასურსათო მაღაზიებისთვის გადაცემა მერის თანამშრომლის, არტურ არზუმანიანისა და მოხალისეების მიერ კვირის განმავლობაში ხორციელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი