ილია მეორე: იმედი მაქვს, რომ სირთულეები, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, გამოსწორდება და საქართველო აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაიბრუნებს
20-09-2015, 06:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მოსკოვის სასულიერო სემინარიის და აკადემიის რექტორს, ვერიის მთავარესპისკოპოსს ევგენის მასპინძლობს. პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ მან მოსკოვის სასულიერო სემინარია 1960 წელს დაამთავრა და ის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი საბადოა.

 

 

"მისწავლია ამ წმინდა მონასტერში რვა წლის განმავლობაში. ეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი საბადოა. მე გულითადად მივესალმები მთავარეპისკოპოს ევგენის, მის თანმხლებ პირებს, უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს. იმედი მაქვს, რომ სირთულეები, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, გამოსწორდება და საქართველო აფხაზეთსა და და სამაჩაბლოს დაიბრუნებს. საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია. ჩვენ ღვთისმშობელ დედას შევთხოვთ, რომ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს ჩვენს ქვეყნებში და ჩვენს ეკლესიებში", - ბრძანა პატრიარქმა.

 

 

უწმინდესმა მოსკოვის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორს წმინდა სამების ხატი გადასცა.

 


სამებაში შეკრებილ მრევლს მთავარეპისკოპოსმა ევგენიმაც მიმართა. მან აღნიშნა, რომ მოსკოვსა და თბილისის სასულიერო აკადემიებს შორის გაფორმებულია თანამშრომლობის შეთანხმება და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და განვითარდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი