ყატარმა და ქუვეითმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის ნიღბების ტარების წესები გაამკაცრა და ვინც კანონს დაარღვევს მკაცრი საჯარიმო სანქციები და პატიმრობა ემუქრება.
ყატარში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბის გარეშე მყოფ მოქალაქეებს 200 000 რიალი ($55,000) ან 3 წლით პატიმრობა მოელით, ხოლო ქუვეითში მაქსიმალური სასჯელი სამთვიანი პატიმრობა იქნება.
ყატარს, რომლის მოსახლეობაც 2.7მილიონს შეადგენს, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, თუმცა სიკვდილიანობა ძალზე დაბალია. ყატარის ჯანდაცვის უწყების ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ამ დრომდე კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 29 425-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილია 14 პაციენტი.
ლიბანში, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, გასულ კვირას კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო ხელახლა დაწესებული 4-დღიანი შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა ღამის საათებში მოქმედი კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება.
იემენის საპორტო ქალაქ ადენში კორონავირუსის შემთხვევებმა ჩვეულებრივთან შედარებით მკვეთრად, სულ მცირე 5-ჯერ მაინც იმატა, რაც ვირუსის მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელების შიშებს წარმოშობს.
იმ ფონზე კი, როცა ამ კვირაში მუსლიმები მთელ მსოფლიოში რამადანის დასრულების ზეიმისთვის ემზადებიან, ზოგიერთმა ქვეყანამ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად უფრო მკაცრი ზომების შესახებ გამოაცხადა. საუდის არაბეთი გეგმავს უქმეებზე მთელი ქვეყნის დახურვას, ხოლო ეგვიპტე კომენდანტის საათს 4 საათით უფრო ადრე დაიწყებს და 6 დღით შეაჩერებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.