„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილი ოპოზიცია, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე ციხიდან გამოსული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი ესწრებოდნენ, „ქართული ოცნებისგან“ პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს და აცხადებს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტის გარეშე მხარეებს შორის გაფორმებული 8 მარტის დოკუმენტი შეთანხმებად არ ჩაითვლება.
გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „მთავრი არხის“ დამფუძნებლის, გიორგი რურუას პატიმრობა წარმოადგენს იმ ერთადერთ საკითხს, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებები და პოლიტიკური დღის წესრიგია დამოკიდებული.
მედიასთან დღეს ირაკლი ოქრუაშვილმა, შალვა ნათელაშვილმა, გიორგი ვაშაძემ და გიგი უგულავამ თქვეს, რომ მზად არიან მაჟორიტარულ ოლქებში იყარონ კენჭი.
როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა მედიას განუცხადა, ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხებზე შეთანხმება ძალაშია და მათ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები ეყოლებათ.
„პარტიები დამოუკიდებლად წარდგებიან არჩევნებზე, ამ დამოუკიდებლობას ექნება საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება. ვიქნები მაჟორიტარი, მაგრამ სად ამას გეტყვით. არ გამოვრიცხავ, რომ ვიყო გორში“, განაცხადა ოქრუაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას თქმით, ჯერჯერობით კონსულტაციები მიმდინარეობს და მოგვიანებით გახდება ცნობილი, სად იყრის კენჭს.
„ლოგიკურია ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად ვიქნები და როგორ ვიქნები, უნდა შეთანხმდეს“,- განაცხადა უგულავამ, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში სუსი-ს ამჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების გამო ხელმეორედ გამართულ არჩევნებში იყრიდა კენჭს, თუმცა იმერეთის ყოფილ გუბერნატორთან, „ქართული ოცნების“ კანდიდატ გივი ჭიჭინაძესთან დამარცხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.