დონალდ ტრამპმა გამოამჟღავნა, რომ თავისი პირადი ექიმის რეკომენდაციით ჰიდროქსიქლოროქინის, მალარიის საწინააღმდეგო წამლის მიღება დაიწყო
19-05-2020, 08:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - დონალდ ტრამპმა გამოამჟღავნა, რომ ჰიდროქსიქლოროქინის, მალარიის საწინააღმდეგო წამლის მიღება დაიწყო, რომელზეც მან არაერთხელ თქვა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური სამკურნალო საშუალებაა, მიუხედავად იმისა, რომ იმთავითვე გამოითქვა წუხილები ამ წამლის სახიფათო გვერდითი ეფექტების შესახებ.

 


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაახლოებით 10 დღეა, რაც ყოველდღიურად იღებს თითო ტაბლეტ ჰიდროქსიქლოროქინს და წამლის მიღებამდე მან ეს საკითხი თეთრი სახლის ექიმთან გაიარა.

 

 

ტრამპმა თქვა, რომ ბევრი წინა ხაზზე მყოფი ადამიანი იყენებს ჰიდროქსიქლოროქინს იმისათვის, რომ თავიდან აირიდოს კორონავირუსისაგან დაინფიცირება და დაიმოწმა ექიმის წერილი, რომელიც მან მიიღო და რომელშიც ამ წამლის მიღების შესაძლო სარგებელზეა საუბარი.

 


„ის რაც მე შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჯერჯერობით თავს კარგად ვგრძნობ“, განაცხადა ტრამპმა. მან ხაზი გაუსვა, რომ მას კორონავირუსის სიმპტომები არ გააჩნდა და დასძინა, რომ ჰიდროქსიქლოროქინს ინფექციის თავიდან ასარიდებლად იღებდა.

 


პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ იგი სხვა წამალსაც, „ზინკს“ (თუთიის შემადგენლობის წამალი) იღებდა - წამალი, რომელიც ფართოდ განიხილება კორონავირუსის შესაძლო სამკურნალო საშუალებად.

 


კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ CNN -ს უთხრა, რომ იგი შეშფოთებულია პრეზიდენტის საქციელით, რომელიც ისეთ წამლებს იღებს, რომელიც არ არის რეკომენდებული მეცნიერების მიერ, განსაკუთრებით, თქვა მან, იმ ფონზე, როცა ტრამპი „ავადმყოფურად მსუქანია“.

 

 

ამ დრომდე არ არის დამტკიცებული, რომ ჰიდროქსიქლოროქინს ან ზინკს გააჩნდეთ კორონავირუსით ინფიცირებისაგან დამცავი ან მასზე სამკურნალო შესაძლებლობა.

 


აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ ფაქტობრივად გააფრთხილა მოსახლეობა არ გამოიყენონ ჰიდროქსიქლოროქინი საავადმყოფოს გარეთ „კოვიდ-19“-ზე სამკურნალოდ, რადგან მან შესაძლოა გულის პრობლემები შექმნას.

 


პრეზიდენტის ექიმმა, სინ კონლიმ ორშაბათ საღამოს წერილი გამოაქვეყნა, სადაც ტრამპის მიერ ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენების შესახებაა საუბარი.

 


კონლიმ განაცხადა: „არაერთი განხილვის შემდეგ, მან და მე ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენების როგორც სასარგებლო ისე საზიანო სამხილები ავწონ-დავწონეთ და დავასკვენით, რომ მკურნალობით მიღებული პოტენციური სარგებელი წონის პირობით რისკებს“.

 


„ჩანს, რომ მას შედეგი აქვს. და შესაძლოა მას აქვს, შესაძლოა არ აქვს. მაგრამ თუკი მას არ აქვს შედეგი, შენ ამით ავად არ გახდები და არ მოკვდები“, განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ წამალი მალარიის წინააღმდეგ 40 წლის განმავლობაში გამოიყენება. კითხვაზე, რა სამედიცინო სამხილი არსებობდა იმისა, რომ ეს წამალი კორონავირუსის წინააღმდეგაც არის ეფექტური, პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „სამხილი არის აქ, მე ბევრ პოზიტიურ ზარს ვიღებ ამის შესახებ“. ერთგან მან ასევე თქვა: „გამოთქმა, რომელსაც მე ვიყენებ ასეთია - „რა უნდა დაკარგო? რა უნდა დაკარგო?“ მე ვიღებ ტაბლეტს ყოველ დღე. რაღაც დროის შემდეგ შევწყვეტ. მე მსურს, რომ გვქონდეს წამალი და ვაქცინა და ეს მალე მოხდება“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი