გია ნოდია: „მადლობა ბატონ ბიძინას და პრეზიდენტ სალომეს“... დავუფასოთ, რომ ახირებას ბოლომდე არ გადააყოლეს ქვეყანა და რაღაც მომენტში რაციონალობას მოუხმეს“
19-05-2020, 09:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ის, რომ ხელისუფლებას გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება აიძულეს, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ცხადია, მთავარი დამსახურება არის ერთი მხრივ ოპოზიციის, ხოლო მეორეს მხრივ - ჩვენი დასავლელი მეგობრების. მაგრამ საბოლოოდ, ყველას, ანუ ქვეყანას გვაქვს საქმე მისალოცად: ეს ნიშნავს, რომ ცივილიზებულ სამყაროს ბოლომდე არ შევაქციეთ ზურგი და ნაწილობრივ მაინც მის ორბიტაზე ვრჩებით.

 


უნდა ვაღიარო, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, არ მეგონა, რომ ბიძინა უკან დაიხევდა (თუმცა არც გამოვრიცხავდი). ძალიან კარგი, რომ ოპოზიციამ ჩემისთანა სკეპტიკოსებს არ დაუჯერა და სიმტკიცე შეინარჩუნა.

 


ცხადია, გიორგი რურუას საქმეც უნდა გადაწყდეს: სანამ ის ციხეშია, შეთანხმება არ არის შესრულებული.

 


ყოველივე ამის შემდეგ რომ დავამატო, „მადლობა ბატონ ბიძინას და პრეზიდენტ სალომეს“, ვიცი, ბევრ „ლაიქს“ დავკარგავ. მაგრამ მათაც დავუფასოთ, რომ ახირებას ბოლომდე არ გადააყოლეს ქვეყანა და რაღაც მომენტში რაციონალობას მოუხმეს (თუნდაც, მათ შორის, საკუთარ ინტერესებში)“, წერს სოციალურ ქსელში პროფესორი გია ნოდია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი