მე მგონია, რომ ივანიშვილის პატნიორი არის მხოლოდ და მხოლოდ ხალხის პასიურობა, ის განძარცვულია სრულიად იდეებისაგან, შეიძლება თავისი ექსკლუზიური იდეები ჰქონდეს, - განაცხადა მწერალმა, ლაშა ბუღაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ საუბრისას.
ის ასევე გამოეხმაურა ივანიშვილების ოჯახის ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ბუღაძის შეფასებით, ეს საქციელი არაადეკვატურია იმ მდგომარეობის ფონზე, რომელშიც საქართველო იმყოფება.
„ამ კორონას დროს მათი „გაცეკვება“ არაადეკვატურია, ძალიან საყვარელი ამბავია, მაგრამ ეს საყვარელი ამბავი შეუსაბამოა იმ კონტექსტთან, რომელშიც არის საქართველო და რა პასუხისმგებლობებიც აკისრია ივანიშვილს. ეს ისეთი არაადეკვატურობაა, როგორც მარია ანტუანეტი რომ ამბობს, საფრანგეთის რევოლუციის დროს პური არ აქვთ პარიზელებსო და ნამცხვარი ჭამონო. სხვა კონტექსტია, მაგრამ აი, ეს არაადეკვატურობა ძალიან ძვირი ჯდება“ , - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.