საბერძნეთის კონსერვატორების ახალი დემოკრატიის პარტიამ ალექსის ციპრასის მემარცხენე ფრთის სირიზასთან, ბოლო 6 წლის განმავლობაში, ქვეყნის მე-5 რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში, დამარცხება აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ, ამ წუთებში BBC ავრცელებს.
"ახალი დემოკრატიის" ლიდერებმა დამარცხება მას შემდეგ აღიარეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სირიზას 35 %-იანი მხარდაჭერა, ხოლო მის მთავარ მოწინააღმდეგე კონსერვატორებს 28% აქვთ მიღებული, ხმების დათვლილი 21%-იდან. ამ პროცენტული მაჩვენებლით კი "სირიზა" აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ შექმნის და მას მთავრობის ფორმირებისთვის პარტნიორები დასჭირდება.

"ახალი დემოკრატიის" ლიდერმა ვანგელის მეიმარაკისმა განაცხადა: "არჩევნების შედეგები, ჩანს, რომ ბატონი ციპრასისა და მისი პარტიის გამარჯვებით სრულდება. მე ვულოცავ მას და დაჟინებით მოვუწოდებ, შექმნას ისეთი მთავრობა, როგორიცაა საჭირო".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.