კორონავირუსი არ გაქრება 23 მაისს, კორონავირუსთან ჩვენ კარგა ხანს მოგვიწევს ყოფნა, სლოგანი „დარჩი სახლში“ თანდათან შეიცვლება ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით დაგვჭირდება, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, შემსუბუქების პერიოდში შეიძლება, საჭირო გახდეს მკაცრი ღონისძიებები, რაც მაგალითად, ერთი სოფლის დროებით ჩაკეტვას გულისხმობს.
„შეიძლება იყოს ცოტა მეტი შემთხვევებიც ამ შემსუბუქების პერიოდში. როცა შეიძლება დაგვჭირდეს ცოტა მკაცრი ღონისძიებები, იგივე ერთი კლასტერის, ერთი სოფლის დროებით ჩაკეტვა, ორი, სამი ხუთი დღით ერთი არეალის ან იმ არეალში გადაადგილების შეზღუდვა, ამისთვის არ უნდა იყოს აუცილებელი ყოველ წუთში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ოპერატიულად მიიღოს მოკლე ხნიანი შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც სწრაფად მოახდენს ლოკალიზებას ინფექციისა და არ მისცემს მას გავრცელების საშუალებას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრი კანონმდებლობაში ამ ტიპის ცვლილებებს მხარს უჭერს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.