გიორგი გახარია: „სოფლის მეურნეობის განვითარებაში, დიდი როლი აქვს მცირე მეწარმეობის განვითარებას, რაშიც ჩვენს ფერმერებს სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება“
19-05-2020, 17:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამ მარწყვის პლანტაციის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მცირე ინვესტიციითაც კი შესაძლებელია, ძალიან მომგებიანი აგროწარმოების წამოწყება და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ყვარელში, სადაც მარწყვის მცირე პლანტაცია დაათვალიერა.

 

 

ნახევარ ჰექტარზე გაშენებული პლანტაცია, რომელიც 5 ათასი ლარის ინვესტიციით შეიქმნა, 1 800 კგ-მდე მოსავალს იძლევა, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

 

 

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მსგავსი წამოწყებებით შესაძლებელია ხარისხიანი ადგილობრივი წარმოების სურსათით ბაზრის მომარაგება და ამისთვის საჭიროა, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დაინტერესდეს და ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში.

 

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში, ძალიან დიდი როლი აქვს მცირე მეწარმეობის განვითარებასაც, რაშიც ფერმერებსა და მეწარმეებს სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება.

 

 

გიორგი გახარია ყვარელში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ლევან დავითაშვილთან  და კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად იმყოფება, სადაც სოფლის მხარდამჭერი ანტიკრიზისულ გეგმის შესახებ ინფორმაციას ფერმერებს თავად აწვდის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი