საქართველოს პრემიერ მინისტრმა თელავში ახალი ტურისტული ობიექტის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - "უმასპინძლე საქართველოში" მხარდაჭერით შენდება და ტურისტების მისაღებად მომავალ წელს მზად იქნება.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ქვეყნის სტატუსის შეძენასთან ერთად, მნიშვნელოვანია, საქართველოში კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ახალი, მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტები, მათ შორის სამკურნალო და გამაჯანსაღებელი, სათავგადასავლო ტურიზმი, ეკო და აგროტურიზმი, ღვინის ტურიზმი და სხვა.
სასტუმრო "ქვევრებში" პირველ ეტაპზე 29 ნომერი იფუნქციონირებს, საიდანაც 20 ქვევრის ფორმის იქნება. გათვალისწინებულია საკონფერენციო დარბაზის და რესტორნის მოწყობაც. მშენებლობა 2021 წლის მაისში დასრულდება.
გიორგი გახარია თელავში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ლევან დავითაშვილთან და კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.