სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, როდესაც მან ბიძინა ივანიშვილს გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ შეატყობინა, ივანიშვილმა მას უთხრა: „ეს თქვენი გადაწყვეტილებაა“
20-05-2020, 10:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, ეს თქვენი გადაწყვეტილება არისო,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „ღამის კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ კომენტირებისას.  

 

 

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მას ამ საკითხზე ივანიშვილთან არ უმსჯელია და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მხოლოდ თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

 

 

„მე კითხვის ფორმით კი არ მივმართე, მინდოდა, რომ ეს გადაწყვეტილება ცნობილი ყოფილიყო, იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნის ნორმალური მართვის ფორმა. არ შეიძლება, რომ უცებ, სიურპრიზები შეაგდო, ყველანი უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი. მითხრა, ეს თქვენი გადაწყვეტილება არისო, როგორც, სხვათა შორის, მითხრა პირველივე დღიდან, როცა ამირჩიეს და როცა შევხვდით ამის მერე: რომ იცოდეთ, თქვენ კი დაგეხმარეთ ყველანაირად, იცით, „ოცნების“ დახმარებით ამირჩიეს, მაგრამ ეს არის თქვენი პრეზიდენტობა, დამოუკიდებელი და ნეიტრალური, როგორც კონსტიტუცია მოითხოვს და იცოდეთ, რომ თქვენ იქნებით დამოუკიდებელი თქვენს გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი