შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა სამედიცინო პრევენციული საშუალებები გადასცა
20-05-2020, 10:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა (ODC), COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ადგილობრივი წარმოების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა. აღნიშნული მხარდაჭერა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

 

 

აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, ამერიკის საელჩოს მხრიდან კი - აშშ-ის თავდაცვის ატაშე - პოლკოვნიკი სტეფან ბეგლი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის უფროსი - ვიცე-პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო და ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერი ჯორჯიის შტატიდან - მაიორი კვინტინ დოლი ესწრებოდნენ.

 

 

აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 300 ერთჯერადი სამედიცინო ხალათი, 1120 ერთჯერადი თეთრი დამცავი სამოსი და 90 ცალი IR თერმომეტრი გადასცა, რაც უწყების თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ეფექტურად განახორციელონ პანდემიასთან საბრძოლველად მათზე დაკისრებული მოვალეობები.

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ს შორის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამინისტროს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

“პირველ რიგში, მსურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მივულოცო ის წარმატებული ნაბიჯები, რომლებიც კოვიდ-19-თან საბრძოლველად გადადგა. უწყების ღონისძიებები სრულად იყო კოორდინირებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან. აშშ-ის საელჩოს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურს ხანგრძლივი ურთიერთთანამშრომლობის ისტორია აკავშირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, განსაკუთრებით კი საგანგებო მდგომარეობაზე რეაგირების კუთხით. მათი მხრიდან განხორციელებული ღონისძიებები სწორედ იმ თანამშრომლობაზე მიუთითებს, რაც წლებია, უკვე არსებობს ჩვენ შორის“- განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელმა, ვიცე პოლკოვნიკიმა ჯოზეფ ბილბომ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი